პროექტი-,,ოჯახი და ტრადიცია".



სოციალური პროექტის გეგმა

ხელმძღვანელი:ჟუჟუნა ტაკიძე
პროექტის დასახელება:ოჯახი და ტრადიცია.
               სოციალური პროექტის რეფლექსია
მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა პატარებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
პროექტზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა შემოდგომას,  ამ პერიოდშია რთველის      სამზადისი და დიდი ოჯახური დღესასწაულები, სადილები და ვახშმობა. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახური ტრადიციების შესახებ.
 ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა, ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
დასკვნით ეტაპზე , მომზადდა პოსტერი „საგვარეულო ხე“;, „ფოტორეპორტაჟი“, სლაიდ შოუ „ჩემი წინაპრები“, ...
პროექტი დადებით შეფასდა, რადგან დაწყებით კლასში განხორციელდა  საჭიროებდა მეტ დახმარებას, პატარებს დამოუკიდებლად, ხარაჩოების გარეშე გაუჭირდათ პროექტის დაცვა, პრეზენტაცია              
       სოციალური პროექტის გეგმა

სასწავლოპროექტის ავტორი:
სახელი გვარი:ჟუჟუნა ტაკიძე
რაიონი/სოელი:შუახევი/ბარათაული
სკოლა“სიიპ ამირან მამალაძს სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლა.
თემის მიზანი:
პროექტის დასახელება:ოჯახი და ტრადიცია.
საფეხური კლასი:მეორე,მეხუთე.
პროექტის განხორციელების დრო: 3 კვირა
აზროვნების ზედა დონის უნარები:  დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;

პროექტის აქტუალობა:     
მიუხედავად  იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:   

   
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.

საგნობრივი სტანდარტები:
წიგნიერება ეწოდება ცოდნისუნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობასრომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლოასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიმოიცავს კითხვისმოსმენისზეპირი მეტყველების და წერის უნარებსაგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა გამოყენების უნარსისევეროგორც ზეპირი
ვიზუალურინაბეჭდითუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს
საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების  გაცნობიერება;
        შეკითხვები:
რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის) შრომა? 
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.


ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული
 საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის 
პროცესში
მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
ინინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.

პროექტის მისაღწევი მიზნები/ შდეგები
Ø  კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø  დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
Ø  მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø  მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
Ø  ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
Ø  შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
Ø  ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
Ø  ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø  ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
თემის მიზანი

აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი მიმოხილვა. რადგან პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან, მათ პირველად წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით, ხაზი გავუსვი პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს, პრეზენტაციის თემას.

მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი შედგენილი, რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად - უფროსკლასელები ეხმარებოდნენ უმცროს კლასელებს ტექსტის აკრეფაში. კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.

მესამე ეტაპზე მოსწავლეები კლასების მიხედვით ემზადებიან პრეზენტაციისათვი. გამოიყენეს ე. წ. „პოსტერული სესია“ და მოაწყვეს კვირეული, სადაც თითოეული დღე ეთმობოდა თითო კლასს, მოეწყო ფოტოსტენდი.
  



ღონისძებები და დაგეგმილი
 საქმიანობები

1 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“, კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“                დისკუსია თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) შრომა;

4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადება „ჩემი წინაპრები“სხვა ქვეყნების ოჯახური ტრადიციების გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;
5.      წარდგენა - პროექტის „ოჯახური ტრადიცია“  პრეზენტაცია (დაცვა).
შეფასების მოკლე მონახაზი:პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.

სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსი:ფოტოაპარატი,მობილური ,ინტერნეტ კავშირი,ბლოგი :
მონაწილე მოსწავლეები:
1.მამალაძე თამთა
              2.ცეცხლაძე ლუკა
             3.ტარიელაძე საბა
            4.ტარიელაძე ანანო
            5.ტარიელაძე ანრი
           6.დიანა ტარიელაძე
   7.ანი ტარიელაძე
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
                  3
                 2
                 1
კვლევის დაგეგმვა და ვარაუდის გამოთქმა

მოსწავლე გეგმავს კვლევას; გამოთქვამს ვარაუდს.ჰიპოთეზა
შემოწმებადია,
განსაზღვრავს საჭირო რესურს
მოსწავლე მონა
წილეობს კვლევის დაგეგმვაში


მოსწავლე არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში
ინფორმაციის მოძიება/დამუშავება
მოსწავლე თავად მოიძიებს კვლევითი სამუშაოს დასაგეგმად და ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციას
მოსწავლეები ნაწილობრივ მოიძიებენ ინფორმაციას
მოძიებული მასალა არ შეესაბამება თემას
მონაცემების წარმოდგენა
აჭირო ელემენტები მონიშნულია სწორად.
წარმოდგენილია ცხრილების და დიაგრამის სახით.
მონაცემები ზუსტა
დაა აღრიცხული და ორგანიზებულია
მონაცემები ზუსტა
დაა აღრიცხული და ორგანიზებულია
მონაცემები არაა
 აღრიცხული და ორგანიზებული
მონაცემების ანალიზი
ანალიზი სრული და დეტალურია
ანალიზი ეყრდნობა საკმარის   მონაცემებს,
თუმცა შეიცავს არაზ
უსტ მსჯელობას
ანალიზისთვის მონაცემები არასაკმარისია
           


                                       პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
                1
                 2
                    3
სტრუქტურა
სტრუქტურა  არ არის მკაფიო,ლოგიკური,არ შეიცავს სამ ნაწილს-შესავალს,ძირი
თად ტექსტს და დასკვნას
სტრუქტურა  არის ნაწილობრივ მკაფიო,ლოგიკური, შეიცავს სამ ნაწილს-შესავალს,ძირი
თად ტექსტს და დასკვნას
სტრუქტურა არის მკაფიო,ლოგიკური,შეიცავს სამ ნაწილს-შესავალს,ძირი
თად ტექსტს და დასკვნას
  შინაარსი
პრეზენტაციაში წარმოდგენილი მასალა არ არის შესაბამისობაში გან-სახილველ საკითხთან
პრეზენტაციაში წარმოდგენილი მასალა შესაბა
მისობაშია გან-სახილველ საკითხთან
პრეზენტაციაში წარმოდგენილი მასალა შესაბამისობაშია გან-სახილველ საკითხთან
    
    აუდიტორიასთან კონტაქტი                                         
  აუდიტორიას ინფორმაცია არ მიეწოდება გასაგებად.
არ არის გამოყენებული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

 აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდება ნაწილობრივ გასაგებად.გამოყენებულია როგორც ვერბალური,ისე არავერბალური კომუნიკაცია

     აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდება მკაფიოდ და ლოგიკურად
 არსებით საკითხებზე ყურადღების გასამახვილებლად გამოყენებულია მიმიკა ჟესტიკულაცია ინტონაცია.
 დროის ლიმიტის დაცვა
 დროის ლიმიტი არ არის დაცული
დროის ლიმიტი ნაწილობრივ დაცულია

დროის ლიმიტი დაცულია
           



                              მოსწავლის  კითხვარი

v  რამდენად გასაგები და მისაღები იყო თქვენთვის ეს პროექტი?
  
v  რამდენად გამჭირვალე და ობიექტური იყო შეფასების სისტემა?


v  რა იყო  პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი?

v  რას მოელოდით პროექტისაგან და რამდენად გამართლდა თქვენი იმედები?

v  რა ხარვეზები ქონდა პროექტს?










































































Comments

Popular posts from this blog

პროექტი ,,ექსკურსია"

სოციალური პროექტი „ბულინგი,ძალადობა“

გაკვეთილის გეგმა: გაორმაგება-განახევრება