სოციალური პროექტი „ბულინგი,ძალადობა“


         სოციალური პროექტი „ბულინგი,ძალადობა“
                              პროექტის აქტუალობა
        რა არის ბულინგი? ძალადობა ?რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? ბულინგი ნიშნავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ადამიანის ბავშვის  მოზარდის და სხვათა მიმართ. ბულინგი და ძალადობა არის თემა, რომელიც აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიოს განხილვის საგანი გახდა.
    ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი,მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები,რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან,როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით.რისკ-ჯგუფში ხვდებიან განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების მქონე,თავისებური ხასიათისა და ქცევის ,სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები.ბულინგის მოტივაცია კი მრავალფეროვანია -შურისძიება ,კონკურენცია,მიუღებლობა,მორჩილება ლიდერისადმი,სამართლიანობის აღდგენა ხასიათის თავისებურებები.
      ბულინგი-ეს არის პირდაპირი ძალადობა,საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი ,რაც კი შიძლება მოხდეს სკოლის არეალში.რაც შეეხება .რაც შეეხება შევიწროებას ,ეს ჩნდება მაშინ ,როდესაც მოსწავლე განიცდის ბულინგს,მისი პიროვნული მახასიათებლების გამო.ანუ განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება მოსწავლის გენდერი,წარმომავლობა   ან ქმედუუნარობა.
      სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საჭიროა კონსტრუქციული შეთანხმებული (მშობელი, სკოლა, საზოგადოება) ქმედებები ცნობიერების ამაღლება, ცნობიერების ამაღლება.ძალადობის პრევენცია პატარა ასაკიდან უნდა განხორციელდეს:
         -მოხდეს პრობლემის არსებობის აღიარება ;
         -პრობლემის განსაძღვრა;
        -პრობლემის გადაჭრა მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით 
  
   გამოირკვა, რომ ბულინგის გახშირების ხელისშემწყობი ფაქტი კომპიუტერული თამაშებიც არის.თუნდაც „ლურჯი ვეშაპი“.განსაკუთრებით პრობლემური ასაკი 10-დან 18 წლამდეა.არც თუ იშვიათად ,ბავშვი,რომელიცთავადაა ძალადობის მსხვერპლი ,იგივეს იმეორებს,სხვა სივრცეში,ამიტომ  ბულინგის პრევენციისთვის დასჯა გამოსავალი არ არის .საჭიროაისეთი პოლიტიკა ოჯახებშიც და სკოლებშიც ,რომელიც კომფლიქტს არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის.
  ზოგჯერ თავად მშობელს ჰგონია, რომ ბულინგი სასკოლო ოინია ,არადა,პრაქტიკა აჩვენებს ,რომ უმეტესობა,ჩაგვრა განიცადა,შემდეგში თავადაც კრიმინალურ გზას ირჩევს,რადგანაც მასში დალექილი აგრესია უკვალოდ არ ქრება.
   მოზარდების ძალადობრივ ქმედებებს  ხშირად დაბალი კლასების მოსწავლეები ხედავენ  , ექცევიან გავლენის ქვეშ და იმეორებენ. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია პატარების ცნობიერების ამაღლება. პატარები უნდა იცნობდნენ სიტყვა:  ბულინგს ძალადობას და აცნობიერებდნენ მას  ბავშვს უნდა ვასწავლოთ ძალადობრივი ქცევების გამოვლენა , სიმართლის  თქმა, სიჩუმის დარღვევა , რადგან სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დღის უმეტეს ნაწილს ატარებს და უნდა შეიძინოს ცოდნასთან ერთად სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარებიც. მოსწავლეებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მათტვის გასაგები ენით სჭირდებათ ტერმინების განმარტება. უნდა იყოს ისეთი აქტივობების შერჩევა, რომელიც გამოიწვევს მოსწავლეტა ჩართულობას.
პროექტის ხანგრძლივობა ორი კვირა  

                                                    მიზანი

-         ბულინგის და ძალადობის ცნებების განმარტება.
-უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ყოველგვარი ძალადობისადმი.
-ტოლერანტული კულტურის განვითარება.


                                  ამოცანები და განხორციელების გზები

             პროექტში მონაწილე მოსწავლეები II კლასის მოსწავლე 5III, V-2  კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.

 პირველი ნაბიჯი -(26.09.2019)   (30.09.2019) მინი ლექცია რა არის ძალადობა? რა არის ბულინგი?
მეორე ნაიჯი--(02.10.2019 ) ფილმის ჩვენება ბულინგზე. დისკუსია ფილმთან დაკავშირებით..
მესამე ნაბიჯი-   (08.10.2019)სიტუაციის განხილვა მსჯელობა სიტუაციებთან დაკავშირებით. მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით
მეოთხე ნაბიჯი-(14.10.2019  რა აქცევს ბავშვს მოძალადედ?ბროშურის გაკეთება.
                                        შედეგი:
შედგება მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
ბავშვები მრავალ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ტოლერანტული ცნობიერების ამაღლებაზე;
მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ისინი არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი;
მოსწავლეები გაიგებენ ,, ბულინგის , ძალადობის „ ცნებების განმარტებას.
დროულად გამოავლენენ ძალადობრივ ქმედებებს.

                                     პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1.       მოხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
2.       რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა?
3.       რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4.       რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5.       განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები. ხომ არ გამხდარა საჭირო მოდიფიცირება?
6.       მომავალში მეტ ყურადღებას რას მიაქცევთ?

სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა ბარათაულის  საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა: ჟუჟუნა ტაკიძემ

                                                 


                            რეფლექსია განხორციელებულ პროექტზე

    ბულინგისა და ძალადობის ცნებების განმარტებისა და ტოლერანტული კულტურის დონის ამაღლების მიზნით ჩავატარე სოციალური პროექტი ტაკიძეების საჯარო სკოლის II-V კლასების მოსწავლეებთან თემა ,,ბულინგი ძალადობა“  რადგან თემა აქტუალურია , დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეებისათვის და ცოდნის დონის ამაღლება სკოლის დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ ამ ასაკის ბავშვები უნდა იცნობდნენ ტერმინებს ,,ბულინგი ძალადობა“ და მათ შორის მსგავსება-განსხვავებას, უნდა შეეძლოთ პრობლემის რეაგირება.
          საკითხი თვალნათელი, რომ ყოფილიყო, ვაჩვენე ფილმი ძალადობაზე. მოვახდინეთ ფილმის განხილვა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად. დისკუსია განხილვამ ხელი შეუწყო მოსწავლეების ჩართულობას , საკუთარი აზრის გამოთქმისა და დასაბუთების  უნარების განვითარების ხელშეწყობას, პრობლემის გამოვლინების და  გამკვლავების  უნარებს. პროექტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებსა და მშობლებზე.
      ავღნიშნავ, რომ ბულინგისა და ძალადობის ინფორმაციულობა,  დროული პრევენციები კარგ შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის ამაღლებას.   .
                     მიზანი:
-მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
 -ტოლერანტული ცნობიერების ამაღლება.
-მოსწავლეებისათვის ინფორმაციის გადაცემა ბულინგსა და ძალადობაზე;





                     შედეგი: 
შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
-ბავშვებმა უამრავი ინფორმაცია მიიღეს აღნიშნულ საკითხებზე.
·      
                          პროექტის მონიტორინგი
1.       მოხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.

2.       რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა
  
3.       რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებული ინტერესით უყურეს ფილმსს, რომელიც მშობლებისთვისაც საინტერესო იყო,.
4.       რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ  აუცილებელია დროულად გამოვლინდეს და აღიკვეთოს ძალადობის ამსახველი ფაქტები. ამისათვის თითოეული მოსწავლე უნდა იყოს მზად.
5.       პროექტის აქტივობები: პროექტის ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა. გეგმის მოდიფიცირების საშიშროება არ ყოფილა საჭირო
6.       მომავალში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ მსგავს პროექტებს,  მშობელთა ჩართულობასაც გაზრდის და მოსწავლეებიც უფრო მეტად ინფორმირებულები იქნებიან მსგავს პრობლემებთან გასამკლავებლად`





























































Comments

Popular posts from this blog

პროექტი ,,ექსკურსია"

გაკვეთილის გეგმა: გაორმაგება-განახევრება