გაკვეთილის გეგმა: გაორმაგება-განახევრება


ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილი
მასწავლებელი:ჟუჟუნა ტაკიძე.
პირადი ნომერი:61010014171
სწავლების საფეხური დაწყებითი- მეორე კლასი
მოსწავლეთა   რაოდენობა: 5
საგანი: მათემატიკა
კლასი: მეორე
დრო: ერთი გაკვეთილი
40 წთ.
თემა: გაორმაგება-განახევრება
საჭირო რესურსი:დაფა,ცარცი ,წიგნი,სამუშაო რვეული,პლაკატები,ფურცლები მაკრატელი,ფანქრები, საგანთა გროვა.
გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი:
მოსწავლეებს განუვითარდეთ განახევრების ხერხების გამოყენების უნარი, შეძლონ განახევრების შემოწმება, გაორმაგებასა და განახევრებას შორის ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება. გაიწაფონ განახევრება/გაორმაგების მოქმედებების შედგენასა  და მარტივი ამოცანების ამოხსნაში.
სწავლის შედეგები
მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან რაოდენობის განახევრების ხერხის გამოყენებაში, დაინტერესდებიან გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობით.
ცოდნა

მოსწავლეები შეისწავლიან რაოდენობის განახევრებას, განახევრება-გაორმაგების ურთიერთშებრუნებულობას.
უნარები

განუვითარდეთ განახევრების გამოყენების უნარი, მასზე მარტივი მოქმედებებისა და ამოცანების შედგენა ამოსხნის უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
მათ. II.III. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შერულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლეას შეუძლია:
·         გაორმაგება-განახევრების ურთიერთკავშირის გააზრება;
·         მოდელის გამოყენებით განახევრების პროცედურის აღწერა-შემოწმება;
·         რიცხვების განახევრებისას უკუთვლის გამოყენება;
·         განახევრება-გაორმაგების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
რიცხვების, თვლის და რაოდენობების ერთმანეთთან დაკავშირება. რიცხვების გაორმაგების, ტოლ შესაკრებთა შეკრებასთან დაკავშირების უნარი.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები
ჯგუფში წყვილებში მუშაობა და შესრულებული სამუშაოს ჯგუფში გაზიარება.

სასწავლო მასალა:

ფაზა A
დავალებას შევამოწმებ ჩამოვლით. პარალელურად ერთი მოსწავლე კითხულობს დავალებას და დანარჩენები შეცდომებს ასწორებენ დამოუკიდებლად.(5წთ.).
მოსწავლეები პასუხობენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს:
1.       რა არის გაორმაგება?
2.       როგორ გააორმაგებთ რიცხვს 6?
3.       როგორ გააორმაგებთ რიცხვს 7?
4.       გაორმაგების შედეგი როგორია? (თუ კითხვა დააბნევთ მივანიშნებ: კენტი?)
5.       რა რიცხვი უნდა გავაორმაგო, რომ მივიღო 14-ზე მეტი და 18-ზე ნაკლები რიცხვი?
მოსწავლეებს შევთავაზებ ჯგუფურ სამუშაოს. ჯგუფში, წყვილებს დაურიგდებათ ერთი შინაარსის დაჭრილი ამოცანები, შესაბამისი მითითებებით. მაღალი მზაობის  ჯგუფის ამოცანებში ამოხსნილ მაგალითებსა და ამოცანის პასუხებში ორი ვარიანტი იქნება შეთავაზებული, მათგან თითო-თითო სწორი/არასწორი და მათ უნდა ამოარჩიონ ამოცანის პირობიდან და შეკითხვიდან გამომდინარე შესაბამისი ამონახსნი და ამონახსნის შესაბამისი პასუხი. წყვილებში მიღებულ პასუხებს უზიარებენ ერთმანეთს და მითითებისამებრ ერთი წარმოადგენს პრეზენტაციას.
საშუალო მზაობის მოსწავლეთა ორ ჯგუფს დაურიგდებათ დაჭრილი ამოცანები, მითითებით, რომ მათში ზედმეტია ერთი ამონახსნი და ერთი პასუხი. მათ ამოცანის პირობიდან და შეკითხვიდან გამომდინარე უნდა შეარჩიონ შესაბამისი და ისე ააწყონ ამოცანა.
დაბალი მზაობის მოსწავლეებს დაურიგდებათ დაჭრილი ამოცანები, სადაც არ იქნება ზედმეტი და შეცდომა არაფერი. მათი მოვალეობაა მხოლოდ სწორად ააწყონ ამოცანა და წარმოადგინონ მისი პრეზენტაცია. (15წთ.).

ფაზა - B
კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას რა მოქმედებებზე შევასრულეთ ამოცანები. კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითით მოსწავლეებს მივიყვან დასკვნამდე, რომ გაორმაგების საპირისპირო მოქმედება არის განახევრება.  ხელში მეჭირება 4 ფანქარი. 4 ფანქარი ექნება ერთ-ერთ მოსწავლესაც, ზეპირად ვიტყვი ამოცანას ( მოსწავლეს აქვს 4 ფანქარი, მე მივეცი იმდენივე ანუ მისი ფანქრების რაოდენობა გაორმაგდა. რამდენი ფანქარი აქვს ახლა მას?(8). ახლა ვთქვათ, რომ მოსწავლეს ჰქონდა 8 ფანქარი, ნახევარი მომცა მე. როგორ ფიქრობთ, რომ მომცა რა მოქმედება შესრულდა? (გამოკლება). როგორ ფიქრობთ ნახევარი რამდენი იქნება? 5? (მოსწავლის სავარაუდო პასუხი იქნება, რომ ნახევარი ნიშნავს, რომ რამდენიც მაქვს მე იმდენი უნდა ჰქონდეს მოსწავლესაც). ანუ მოსწავლემ უნდა მომცეს 8-ის ნახევარი. ესე იგი უნდა ვიფიქრო 8 რომელი ერთნაირი რიცხვების ჯამია? (4-ის და 4-ის). ესე იგი 8 იდან მისი ნახევარი ანუ რამდენი უნდა წავიღო?(4).. რა დამრჩება?(4). დაფაზე თვალნათლივ ჩაიწერება ორივე ამოცანის ამოხსნა: 4+4=8     8-4=4. გაორმაგების დროს რა მოქმედება შევასრულე? (შეკრება), განახევრების დროს? (გამოკლება). ბავშვებო როგორი მოქმედებებია მიმატება და გამოკლება?ერთნაირი?(არა განსხვავებული, ანუ ურთიერთსაპირისპირო, ურთიერთშებრუნებული). მაშინ, გაორმაგება და განახევრებაც იქნება როგორი მოქმედებები?(ურთიერთშებრუნებული).
ჯგუფებს ვაძლევ საგანთა გროვას და ვაძლევ დავალებას გაორმაგება-განახევრებაზე.
გამახსენეთ შეკრების წევრების სახელები?(I შესაკრები, II შესაკრები, ჯამი). თუ დავაკვირდებით გაორმაგებისას ტოლი შერსაკრებები ჯამის ნახევარია. ჯამს თუ გამოვაკლებთ ტოლი შესაკრებებიდან ერთ რომელიმეს, მივიღებთ მეორე შესაკრებს.
მოსწავლეების ყურადღებას გავამახვილებ ცხრილზე, რომლის პირველ სტრიქონში რიცხვების გაორმაგების შედეგები იქნება მოცემული, მეორე სტრიქონში კი ის რიცხვები რომლებიც გაორმაგდა. მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ მეორე სტრიქონში ის რიცხვებია, რომელთა გაორმაგებით მიიღება პირველ სტრიქონში მოცემული რიცხვები. (15წთ.).


ფაზა: C
მოსწავლეები წყვილებში შეავსებენ ცრილს.(დანართი 1).ყოველ მომდევნო უჯრაში ჩაწერენ წინა რიცხვის განახევრებულ რიცხვს.
მეორე ცხრილში (დანართი 2) ყველა მომდევნო უჯრაში წინა რიცხვის გაორმაგებულ რიცხვს. (3წთ.).
საშინაო დავალების მიცემა. წიგნი: გვ. 116. N1,2,3,4,5.
გაკვეთილის რეფლექსია.
-         რა გავიგეთ ახალი?
-         რა მოგვეწონა გაკვეთილის მსვლელობისას ყველაზე მეტად?
-         რა არ მოგვეწონა?
-         რა გაგვიადვილდა?
-         რა გაგვიჭირდა? (2 წთ)



შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
1.      ერთმანეთს უსაბამებს რიცვით სახელებს და რაოდენობებს. ადეკვატურად იყენებს რიგობით რიცხვით სახელებს.



2.      ასრულებს შეკრება-გამოკლების მაგალითებს ორნიშნა რიცვებზე.  შეუძლია შეაფასოს და შეადაროს ორნიშნა რიცხვები.



3.      შეუძლია განავრცოს და წარმოადგინოს მათემატიკური მიმდევრობები.



4.      ხსნის ორ და მეტმოქმედებიან ამოცანებს.



5.      ცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, შეუძლია მათი გამოსახვა, აღწერა/დახასიათება.



6.      შეუძლია ჩაწეროს ამოცანის პირობა/მოცემულობა და ამოხსნას იგი შეუძლია იპოვოს მათემატიკურ მოქმედებაში უცნობი კომპონენტი.



7.      ასრულებს საშიანო დავალებებს.




8.      მონაწილეობს საკლასო აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში და იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.







დანართი1:
მომდევნო უჯრაში ჩაწერე წინა რიცხვის განახევრებული რიცხვი   


80









დანართი 2:
მომდევნო უჯრაში ჩაწერე წინა რიცხვის გაორმაგებული რიცხვი   


10







დაბალი მზაობის მოსწავლეებისთვის:
მომდევნო უჯრაში ჩაწერე წინა რიცხვის განახევრებული რიცხვი   


8




მომდევნო უჯრაში ჩაწერე წინა რიცხვის გაორმაგებული რიცხვი   


2








   

Comments

Popular posts from this blog

პროექტი ,,ექსკურსია"

სოციალური პროექტი „ბულინგი,ძალადობა“