პროექტი ,,ექსკურსია"
სასწავლო პროექტი
II_III_IV _V_VI კლასი
II_III_IV _V_VI კლასი
სასწავლო ექსკურსიის გეგმა
ექსკურსიის სახელწოდება: სასწავლო ექსკურსია რაიონის ფარგლებში
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო : ფურტიოს ხიდი,ტაკიძეების -ოთოლთას ციხე,ჭვანის- თაღოვანი ხიდი,დანდალოში- თამარის ხიდი
მოსწავლეთა ასაკი: 7-12 წელი
ექსკურსიის მთავარი იდეა (მოკლე შინაარსი):
ყოველგვარი ექსკურსია შეიცავს სწავლების ელემენტს,ამიტომ ის შეიძლება განვიხილოთ როგორც პედაგოგიური პროცესი,პედაგოგიური პროცესის ეფექტურობა კი დამოკიდებულია ორივე მხარის(ის,ვინც ცოდნას გადასცემს-ექსკურსიამძღოლი(ასწავლის) და ის ვინც ცოდნას იღებს (სწავლობს) ექსკურსანტი) აქტიურობაზე.გააზრებულად ჩატარებული ექსკურსიას შეუძლია ბიძგი მისცეს აზროვნების გააქტიურებას,გარე სამყაროს უკეთ გაცნობას.
ამ პოექტის განხორციელებით მოსწავლეებს გაუმჯობესდებათ უნარები სხვადასხვა საგანში. ისტორია- მოიძიებენ და შეისწავლიან სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით.გეოგრაფია-განსაზღვრავენ ადგილმდებარეობას,გარემოს და ჰავას. ლიტერატურა- რომელი მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა ჩვენს მიერ მოსანახულებელმა ძეგლებმა.არსებობს თუ არა რაიმე ხალხური თქმულებები ამის შესახებ.მათმატიკა- გამოთვლიან საექსკურსიო მანძილს,განსაზღვრავენ ექსკურსიის ხარჯებს, გამოთვლიან ტაძრის და მისი ეზოს ფართობს და დაადგენენ თუ რა ნაწილი უკავია ამა თუ იმ სანახაობას.
ექსკურსიის აქტუალობა:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა საგნებში.გამოიმუშავებენ დამოუკიდებელი კვლევის უნარ-ჩვევებს.პრაქტიკაში გამოიყენებენ თავიაანთ მოძიებული და სკოლაში ნასწავლ მასალას.სასწავლო ექსკურსია დაეხმარება მოსწავლეებს კულტურული,ესთეტიკური და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებაში და ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებს პატრიოტულად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქწდ ჩამოყალიბებაში.გარდა ამისა მიეჩვევიან ორგანიზაციულ საკითხების გადაწყვეტას.
ექსკურსიის მიზნები:
· მოიძიებენ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
· შეძლონ მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება.
· დააკვირდებიან გარემოს და მოპოვებულ ინფორმაციას გაანალიზებენ და იმსჯელებენ.
· წყაროებზე მუშაობის და მარტივი კვლევის ჩატარების შემდეგ მოახდენენ შეგროვებული მასალის მასალის პრეზენტაციას,რაც განუვითარებთ მოსწავლეებს კრიტიკული და კრეატიული აზროვნებას.
· განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარი.
მოსალოდნელი შედეგები:/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
· მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებასა და ორგანიზებას.
· ჩაატარებენ კვლევას და მოღებულ მონაცემებს წარმოადგენენ მათთვის ხელსაყრელი ფორმით.
ძირითადი საჭირო რესურსები:
კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ინტერნეტი, პრინტერი,საკვები ,წყალი ,ფორმატები,მარკერები,პროექტორი,თეთრი ქაღალდები,გიდი,შესაბამისი ჩასაცმელი,სიგრძის საზომი ხელსაწყო.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა I
ექსკურსიაზე წასვლამდე გავაკეთებ ბროშურას მშობლებისთვის,მასწავლებლებისთვის,მოსწავლეებისთვის,რათა ბროშურის საშუალებით შეიტყონ იდეის აქტუალობა.რაში ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო ექსკურსია,რა ცოდნას იღებენ ექსკურსიიდან და რა ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს მათ.
აქტივობა II
მოსწავლეებს დავყოფ 4 ჯგუფად .თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს სხვადასხვა საგნებიდან.ისტორია,გეოგრაფია,მატემატიკა,ქართული ლიტერატურა.გავაცნობ შეფასების რუბრიკას.
I ჯგუფის დავალება: ისტორია- მოიძიონ და შეისწავლონ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით რაიონის კულტურული მემკვიდრეობა.
ესგ-თან შესაბამისობა
· ისტ.V.1. ; ისტ. VI.2. ;
II ჯგუფის დავალება:გეოგრაფია- განსაზღვრონ ადგილმდებარეობა და ჰავა.
ესგს-თან შესაბამისობა.
III ჯგუფის დავალება:ქართული ენა და ლიტერატურა -მოიძიონ თუ რომელი მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა ჩვენს მიერ მოსანახულებელმა ძეგლებმა.არსებობს თუ არა რაიმე ხალხური თქმულებები ამის შესახებ.
ესგ-სთან შესაბამისობა:
· ქართ.V.2 ;ქართ.VI.
IV ჯგუფის დავალება:მათემატიკა-გამოთვალონ საექსკურსიო მანძილი,განსაზღვრონ ექსკურსიის ხარჯები, გამოთვალონ ტაძარის და ხიდების ფართობი და დაადგინონ თუ რა ნაწილი უკავია.
ესგ-სთან შესაბამისობა:
· მათ.VII.2. ; მათ. VII.9. ;მათ. VII .11. ;მათ.VII.14. ;მათ. VII .15. ; მათ.VII.16.
აქტივობა III
მოსწავლეებს გავაფრთხილებ იმ აუცილებელი ნივთების შესახებ,რომლებიც დასჭირდებათ ექსკურსიაზე.განსაზღვრავენ აუცილებელი ნივთების ნუსხას.
აქტივობა IV
მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ექსკურსიის განრიგს,რომელიც დროითი გეგმის შედგენის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
აქტივობა V
ფურტიომდე ვიზიტი,დათვალიერება, ყველა ჯგუფი იმუშავებს თავისი დავალების შესრულებაზე.
აქტივობა VI
დანდალომდე ვიზიტი ყველა ჯგუფი იმუშავებს თავისი დავალების შესრულებაზე.
აქტივობა VII
ყველა ჯგუფი მუშაობს თავისი დავალების შესრულებაზე.
აქტივობა VIII
სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დაწერენ ექსკურსიის მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს.
აქტივობა IX
სასაწავლო ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და წარადგენენ თავიაანთ ნამუშევრებს.
ექსკურსიის ხელმძღვანელი:
ჟუჟუნა ტაკიძე
ელ ფოსტა:jujunatakidze1970@gmail.com
აქტივობების განხორციელების ვადები
#
|
ეტაპები
|
ვადები/ დაწყება
|
დამთავრება
|
1
|
ბროშურის გაკეთება
|
05.10
| |
2
|
ჯგუფებად დაყოფა და დავალების მიცემა ,ინფრმაციის მოძიება.
|
13.10
| |
3
|
აუცილებელი ნივთების ნუსხის დადგენა
| ||
4
|
ექსკურსიის განრიგის ჩამოყალიბება
| ||
5
|
ექსკურსია- რაიონის ფარგლებში
| ||
6
|
კვლევის შემაჯამებელი ანგარიში
| ||
7
|
რეფლექსია
|
ოქტომბერი შუა რიცხვები
|
ოქტომბრის ბოლო
|
ექსკურსიის განრიგი-დროის დაგეგმვა
დრო
|
აქტივობები
|
7:30
|
შეკრება სკოლის ეზოში.
|
7:45
|
მსუბუქი მანქნები.
|
გზა რაიონისაკენ
| |
საექსკურსიო აქტივობების განხორციელება რაიონში
| |
გზა რაიონამდე
| |
საექსკურსიო აქტივობების განხორციელება ფურტიოს ხიდთან
| |
საექსკურსიო აქტივობების განხორციელება ოთოლთას ციხესთან
| |
სადილი
| |
თავისუფალი დრო
| |
დაბრუნება უკან
|
რეფლექსია
პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები. ერთმანეთთან ითანამშრომლეს ჯგუფის წევრებმა, თანაბრად გაინაწილეს დავალებები, დამოუკიდებლად მოიპოვეს მასალები, ექსკურსიაზე შეგროვებული ფოტო მასალით შექმნეს პლაკატები და სლაიდშოუები, დახატეს ( ხატვის ნიჭით გამორჩეულმა მოსწავლეებმა)
თვალს ვადევნებდი თითოეულ აქტივობას. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვფიქრობ, რომ ყველა ფაზა ( ეტაპი) შედეგზე გავიდა. ყველაზე მეტი წარმატება დავინახე ურთიერთანამშრომლობის დროს. მეგობრულად და ერთმანეთთან შეთანხმებით ინაწილებდნენ საქმეს, რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და გეგმავდნენ პროექტზე მუშაობის შემდგომ ეტაპებს.
პროექტზე მუშაობის დროს გამოუმუშავდათ მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევები, რომლებიც მოსწავლეთა შემდგომი წარმატებებისათვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, მასალების მოძიება, დახარისხება და მათი მიზნობრივად გამოყენება. კომუნიკაციის, აზრთა გაცვლა- გამოცვლისა და ურთიერთანამშრომლობის უნარები. ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, პროექტის პრეზენტაციის დროს გამოიმუშავეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
რაც შეეხება ხარვეზებს, პროექტზე მუშაობისა და მისი შედეგების შეფასების შემდეგ დავინახე რამდენიმე ხარვეზი, რომლებსაც გავითვალისწინებ შემდგომი მუშაობის დროს, კერძოდ, ასეთი პროექტი მოითხოვდა მეთანამშრომლა ისტორიის მასწავლებელთან. ისტორიის მასწავლებლისა და მოსწაველეების ერთი შეხვედრა მაინც დამეგეგმა.ა კონსულტაციები და მემუშავა ასეთ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად. მსგავ ხარვეზებს აღმოვფხვრი შემდგომი აქტივობების დაგეგმვისას.
Comments
Post a Comment