პროექტის დასახელება:,, შემოდგომა სოფლად და ქალაქად.“
გეგმა რეფლექსია
პროექტის დასახელება:,, შემოდგომა სოფლად და ქალაქად.“
პროექტის მონაწილე მხარეები:
I-V კლასები კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი:ჟუჟუნა ტაკიძე
პროექტის მიზანი:
მოსწავლეს განუვითარდეს :
·
შემოქმედებითი
·
თანამშრომლობითი
·
კვლევა-ძიების
·
პრეზენტაციის უნარები
მოსწავლემ
შეძლოს:
მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება
და აუდიტორიისთვის წარდგენა;
მასალის მოძიება (ინტერვიუს ჩაწერა, მასალის ფირზე აღბეჭდვა,საჭირო ფოტო მასალის
მოძიება).
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბავშვები ეჩვევიან ბუნებაზე დაკვირვებას, თანამშრომლობას, კვლევა–ძიებას.
ბავშვებს უვითარდებათ მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ–ჩვევები.
მოსწავლემ მიიღოს მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია შემოდგომის
შესახებ.
პროექტის აქტუალობა:
შემოდგომა წელიწადის ერთ-ერთი
ლამაზი დროა. ამ სილამაზესთან ერთად სხვა წეილიწადის დროებისგან გამოირჩევა იმით, რომ
ყველაზე უხვი, ბარაქიანია, ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანია. ეს წელიწადის ის დროა, რომელიც უკავშირდება ახალი სასწავლო წლის
დაწყებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო სოფლად,
რადგან ამ დროს იწყებს გლეხი კაცი ზამთრისა და გაზაფხულისთვის ძირითადი სურსათ-სანოვაგის
დაბინავებას. მისთვის ყველაზე ბარაქიანი წელიწადის ეს დროა.
პროექტის თემა აქტუალურია იმდენად რამდენადაც წელიწადის
ამ სეზონზე ვატარებთ. იმდენად რამდენადაც მოსწავლემ უნდა იცოდეს რა საქმიანობას ეწევა
სოფლად ადამიანი. ან რით განსხვავდება ქალაქის შემოდგომა სოფელში მობრძანებული შემოდგომისგან.
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი- ოქტომბერი, დასასრული-ნოემბერი.
პროექტის აღწერა/მსვლელობა:
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები (მათი მშობლებიც)
გაეცნობიან პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს. შეიტყობენ, რომ პროექტი
არის თანამშრომლობითი ხასიათის, რაც მშობლებთან თანამშრომლობას და მათ მიერ მოსწავლეებისთვის,
შესასრულებელ აქტივობებში, საჭირო დახმარების გაწევას გულისხმობს.
პროექტის მონაწილეები დაიყოფიან 3 ჯგუფად.
მოსწავლეეს საწყის ეტაპზე პრეზენტაციის სახით მივაწვდი
ინფორმაციას შემოდგომისთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებზე. როგორ იცვლება ბუნება,
ამინდი. რით გამოირჩევა იგი სხვა სეზონებისგან(თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებს
საბაზისო ცოდნა აქვთ).
ჯგუფები იმუშავებენ
მათთვის განკუთვნილ თემებზე და მონაცვლეობით ერთმანეთს წარუდგენენ მოძიებულ თუ დამუშავებულ
ინფორმაციას.
პირველი ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას
როგორია შემოდგომა სოფლად. რა საქმიანობას ეწევა გლეხი წელიწადის ამ დროს. მოსწავლეები
ეცდებიან ფოტო ფირზე აღბეჭდონ (ან მოიძიონ უკვე არსებული)
სოფლის შემოდგომა და გლეხის საქმიანობა.
მეორე ჯგუფი: მოსწავლეები მოამზადდებენ
ფოტო მასალას „შემოდგომა თბილისში“. ფოტო მასალაზე დაყრდნობით აღწერენ როგორია შემოდგომა
ქალაქში.
მესამე ჯგუფი: მოიძიებენ ინფორმაციას
საქართველოს სხვადასხვა კუთხის შემოდგომის საქმიანობის შესახებ. რა განსხვავება ან
რა მსგავსებაა მათ შორის.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1.
პრეზენტაცია -„შემოდგომა“;
2.
მოძიებული/მომზადებული მასალის ჯგუფების მიერ ერთმანეთისთვის
გაცნობა.
3.
პროექტის ფარგლებში საკლასო ოთახში შემოდგომის კუთხის
მოწყობა, საშემოდგომი განწყობის შექმნა.
4.
პროექტის დასასრულს ჯგუფების მიხედვით მათი თემების
შეჯამება კედლის გაზეთის შექმნით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი: კედლის გაზეთები
პროექტის რესურსები: წიგნის
რესურსი, ინტერნეტ რესურსი, ვიდეო რესურსი.
პროექტში გამოყენებული ლიტერატურა:
პროექტის - „შემოდგომა სოფლად და ქალაქა“- რეფლექსია
ე.ს.გ.-ის მიხედვით დაწყებით კლასებში წელიწადის დროების და მათი
დამახასიათებელი ნიშნების შესწავლა ინტეგრირებულად ხდება სხვადასხვა საგანში.
ფსიქოლოგთა
აზრის გათვალისწინებით და საკუთარი გამოცდილებით ეჭვს არ იწვევს, რომ ვიზუალური
მახასიათებლები და კეთებით სწავლა ინტერესის აღმძვრელია, ხდება ყურადღების
მობილიზება. რაც მთავარია, მეხსიერებაში დიდხანს რჩება პრაქტიკული საქმიანობის
შედეგები.
ყველას
უყვარს
შემოდგომა.
არა
მხოლოდ
იმიტომ
რომ
ეს
სეზონი
ზამთართან
და
შობის
დღესასწაულთან
გვაახლოვებს,
არამედ
იმიტომაც,
რომ
ის
ძალიან
ლამაზია.
გარდა
ამისა,
შემოდგომა
ყველაზე
ბარაქიანი
და
ფერადი
წელიწადის
დროა.
აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შემოდგომის თემაზე შექმნილი გასაფერადებელი სურათები, რომლებიც გაფერადების შემდეგ საოცრად ლამაზი და ესთეტიურია.
გისურვებთ წარმატებებს!
აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შემოდგომის თემაზე შექმნილი გასაფერადებელი სურათები, რომლებიც გაფერადების შემდეგ საოცრად ლამაზი და ესთეტიურია.
გისურვებთ წარმატებებს!
ჩემი მიზანია ბავშვებმა შეძლონ მიზეზ-შედეგობრივი
კანონზომიერების აღქმა, განიმტკიცონ წაკითხულის გააზრების უნარ-ჩვევა, კომპიუტერზე
მუშაობის უნარ-ჩვევა, კომუნიკაციური და სოციალური უნარები; შეიძინონ ცხოვრებისეული
გამოცდილება.
მიზნის
მისაღწევად დავგეგმე სასწავლო პროექტი „შემოდგომა სოფლად და ქალაქად“
შევხვდი მშობლებს, გავაცანი პროექტის
მიზანი და მოსალოდნელი შედეგები.
მოსწავლეების
წინარე ცოდნის დასადგენად შევავსეთ კითხვარი „ვიცი, მინდა ვიცოდე“.
დასაწყისში
ბავშვებმა მოიძიეს და წაიკითხეს გივი
ჭიჭინაძის ლექსი-„რთველი“. ამ აქტივობამ
გამოიწვია დადებითი ემოცია, ინტერესის აღძვრა, მოვახერე ბავშვების ყურადღების
მობილიზება.
შემდეგ
წავაკითხე სახელმძღვანელოში იგივე ლექსი და თ. ბიბილურის მოთხრობა-„გამოთხოვება
შემოდგომასთან“. მოსწავლეებმა შეძლეს მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერების აღქმა,
ყურძნის ჯიშების დასახელება, შემოდგომისთვის დამახასიათებელი ამინდის
აღწერა, წელიწადის დროების დასახელება, შემოდგომის თვეების ჩამოთვლა.
კომპიუტერში
ჩაწერეს ლექსის ტექსტი, ამოწერეს ყურძნის ჯიშები.
კლასი
დავყავი ჯგუფებად და დავალებები გავანაწილეთ. პროექტის ფარგლებში
მოვაწყეთ ნახატების გამოფენა; სკოლის ეზოში მოგროვილი ფოთლებით გააკეთეს
კოლაჟი-„შემოდგომის ფოთლები“. ასევე მოძიებული სურათებით გააკეთეს პლაკატები:
„ტყე-ველს თითქოს გადეღვარა ოქრო“ და „შემოდგომავ, მადიანო...“. მოიძიეს და
ისწავლეს ლექსები და სიმღერები შემოდგომაზე, მოაწყვეს შემოდგომის კუთხე.
პროექტის
მსვლელობისას ვახდენდი მონიტორინგს, როგორ ზრუნავდნენ მოსწავლეები დავალებების
განხორციელებაზე, როგორ ემზადებოდნენ პრეზენტაციის წარსადგენად. გამოყენებული
მრავალფეროვანი შეფასების სქემები დამეხმარა უკუკავშირის წარმოებაში, პროცესების
და პროექტის პროდუქტის შეფასებაში.
დავნიშნეთ
პრეზენტაციის დრო.
პროექტის
შეჯამების მიზნით მივუბრუნდით არსებით კითხვით ,,რა განსხვავება სოფელსა და
ქალაქში შემოდგომის დროს“ პასუხები დავწერე დაფაზე.
ამ
პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა შეიძინეს და განიმტკიცეს არა მარტო ცოდნა
შემოდგომის შესახებ, არამედ შეიძინეს კომუნიკაციური და სოციალური უნარები,
შემოქმედებითობა და ცხოვრებისეული გამოცდილება.
დასასრულს მშობლების
დახმარებით მოვაწყვეთ შემოდჰომის ზეიმი.
ვეცდები, ხშირად გამოვიყენო სასწავლო პროექტი ჩემს პედაგოგიურ
პრაქტიკაში, რათა სწავლება საინტერესო და სახალისო გავხადო. ავამაღლო მოსწავლეთა
მოტივაცია, ჩართულობის ხარისხი. ეს მომცემს საშუალებას მივაღწიო ე ს გ-ით
განსაზღვრულ მიზნებს და სტანდარტებს.
Comments
Post a Comment