გაკვეთილის გეგმა: გაორმაგება-განახევრება
ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლა სამოდელო გაკვეთილი მასწავლებელი:ჟუჟუნა ტაკიძე. პირადი ნომერი:61010014171 სწავლების საფეხური დაწყებითი - მეორე კლასი მოსწავლეთა რაოდენობა : 5 საგანი : მათემატიკა კლასი : მეორე დრო: ერთი გაკვეთილი 4 0 წთ. თემა: გაორმაგება-განახევრება საჭირო რესურსი:დაფა,ცარცი ,წიგნი,სამუშაო რვეული,პლაკატები,ფურცლები მაკრატელი,ფანქრები, საგანთა გროვა. გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ განახევრების ხერხების გამოყენების უნარი, შეძლონ განახევრების შემოწმება, გაორმაგებასა და განახევრებას შორის ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება. გაიწაფონ განახევრება/გაორმაგების მოქმედებების შედგენასა და მარტივი ამოცანების ამოხსნაში. სწავლის შედეგები მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან რაოდენობის განახევრების ხერხის გამოყენებაში, დაინტერესდებიან გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობით. ცოდნა მოსწავლეები შეისწავლიან რაო...